spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თორნიკე მიგინეიშვილი – ისე გადაიყვანეს სასამართლოში, რომ ადვოკატები იქ არ ვართ

დავურეკე, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე სამმართველოს, რომ როდესაც გადაიყვანდნენ ლაშას სასამართლოში, დაერეკათ ჩემთვის, თუმცა ისე გადაიყვანეს სასამართლოში, რომ ადვოკატები იქ არ ვართ, – ამის შესახებ “ტვ პირველის“ დაკავებული ოპერატორის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი გახსნილია და ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“დავურეკე, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე სამმართველოს, რომ როდესაც გადაიყვანდნენ ლაშას სასამართლოში, დაერეკათ ჩემთვის იმისთვის, რომ დროც მოგვეგო და დაგვეწყო პროცესი ინფორმირებულად, თუმცა ისე გადაიყვანეს სასამართლოში და ისე გახსნეს პროცესი, რომ ადვოკატები იქ არ ვართ. ახლა დაგვირეკეს, რომ ლაშამ მოითხოვა ადვოკატი იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ ჩვენ იქ უნდა ვყოფილიყავით, ამიტომ, გადადეს, სანამ ჩვენ მივალთ პროცესზე.

სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს იმას, რომ შენ უნდა გქონდეს არა მარტო სასამართლოში საქმის განხილვის უფლება, არამედ დაიცვა თავი შესაბამისად, უნდა გყავდეს ადვოკატი, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩართულია ადვოკატი ამ პროცესში”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

“ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები