თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილი ახალ სეზონს საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” დაიწყებს.
ქართველი თავდამსხმელი ბოლოს ნიქოზიის “აპოელში” ასპარეზობდა.
“დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო საფეხბურთო მოგზაურობა”, – ასე ეხმაურება “ეროვნული ლიგის” ოფიციალური გვერდი ოქრიაშვილის ტრანსფერს.
თორნიკე ოქრიაშვილმა თავის საფეხბურთო კარიერა სწორედ “გაგრაში” დაიწყო.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი