აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წლევანდელი სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული.
“მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს ერთადერთს – როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პროვოკაციები თავიდან იქნას აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.