spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თორნიკე რიჟვაძე – თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ  თუ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი რეალურად არ ფიგურირებს, ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას.

 

საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გასაჯაროებულ აუდიო ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძეც.

 

“მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები.

 

რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები