spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თორნიკე რიჟვაძეს კიევის უნივერსიტეტის დიპლომი არ აუღია

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განათლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია.

 

“თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არ მიუღია კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი. მან უნივერსიტეტში 2015 წელს ჩააბარა, 2017 წელს კი ოჯახური გარემოების გამო საკუთარი ნებით გარიცხეს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ ის ირიცხებოდა ჩვენი უნივერისიტეტის ასპირანტად და ასე არ უყვარს უკრაინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

აღნიშნული განცხადებით კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი თორნიკე რიჟვაძის გუშინდელ კომენტარს ეხმაურება, როდესაც მან არ უპასუხა კითხვას – ვინ დაიწყო უკრაინაში ომი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები