spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით”

ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით!, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

"მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. 

მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია – ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით.

ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში!

ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! 

ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა,  შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე!", – აცხადებს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები