თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნა სწავლების ჰიბრიდულ და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარებას უკავშირდება.
ისინი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე არიან შეკრებილი და რექტორატს გადაწყვეტილების მიღებისათვის რამდენიმე საათს აძლევენ. 18:00 საათზე კი აკადემიური საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
სტუდენტების განცხადებით, თუ არ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მოახდენენ შენობის პიკეტრირებას, რაც სასწავლო პროცესის პარალიზებას გამოიწვევს.