თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. მასში მხოლოდ ერთი კანდიდატი ჯაბა სამუშია მონაწილეობს.
სტუდენტების ნაწილი რექტორის არჩევის წესს აპროტესტებს. მათი თქმით, პროცესი არადემოკრატიულია, რექტორის კანდიდატი კი წინასწარვე შერჩეული, რომელსაც ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე.
“თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს.
მაისის სტუდენტურმა მოძრაობა ვცდილობდით საარჩევნო ოთახის, 107ე აუდიტორიის კარის გადაკეტვას, სადაც აპირებენ არადემოკრატიული წესით აირჩიონ რექტორი. ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
ცნობისთვის: 27 დეკემბერს რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება, რექტორის კანდიდატი წინასწარვე შერჩეულია და ის მხოლოდ ერთია. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა. ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე!” – წერს სტუდენტური მოძრაობა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMayStudentMovement%2Fvideos%2F1282692395911615%2F&show_text=false&width=264&t=0″ width=”264″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>