spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. აუდუტორია, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს დახურულია.

 

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში ერთი კანდიდატი ჯაბა სამუშია მონაწილეობს.

 

კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მათი შეფასებით, არჩევნები წესის დარღვევით იმართება და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური საბჭოს 38 წევრის ნაცვლად, აკადემიური პერსონალის მიერ უნდა ხდებოდეს.

 

აქციის მონაწილეები მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭო არალეგიტიმური ორგანოა, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიისა და პრივილეგირებული ჯგუფების ინტერესებს ატარებს. 

 

სტუდენტების თქმით, მიმდინარე არჩევენი ფარსია. 

 

უნივერსიტეტში დაცვის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

 

თსუ-ის რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები