spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ?”

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საპატიმროდან გათავისუფლება "ქართული ოცნების" ვაჭრობის შედეგია. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება", სხვა საკითხებთან ერთად, დავით გარეჯის თემითაც ვაჭრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ივერი მელაშვილი არ უნდა გაეთავისუფლებინათ. 

"არჩევნების გაყალბების შემდეგ "ქართული ოცნება" ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. რა დროს და რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ? აქ პოლიტიკური კონტექსტი ერთ-ერთი მთავარია.

ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ვაჭრობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ დღეს ქვეყანას მართავენ კომედიანტები, რომლებიც დაკავებული არიან არა სახელმწიფოს მართვით, არამედ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმით. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე და ტრაგიკული რეალობაში, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ ძალიან უნიჭოდ და მდარედ დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლებს. დავით გარეჯის გამოძიების კონტექსტიც ამ ვითარებაში სწორედ ამ პოლიტიკური სპექტაკლების ერთ-ერთი ნაწილია", – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები