spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“თუ გახარიას გუნდი დაასრულებს რადიკალური ოპოზიციის ბოგინს, კარგი იქნება”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გიორგი გახარიას გუნდი დაასრულებს პოლიტიკაში "რადიკალური ოპოზიციის ბოგინს".

მისივე თქმით, მარტივი არ იქნება ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პოლიტიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. 

"ის, რომ მათ პოლიტიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ, არ იქნება მარტივი. რადგან არ ვიცით რა არის მათი პოლიტიკური იდეოლოგია. გამომდინარე აქედან, ის, რომ ისინი რეალურად იქნებიან ის ძალა, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში და დაასრულებს პოლიტიკაში ამ რადიკალური ოპოზიციის ბოგინს, კარგია, მაგრამ ამას საქმით შესრულება სჭირდება", – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები