spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა”

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, არ არის კომპრომისი და ევროკავშირის მედიაცია ამ დრომდე წარმატებული არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

ის განმარტავს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია კომპრომისი და ეს ქართული პოლიტიკური ძალების გასაკეთებელი საქმეა.

„მე ძალიან გამიხარდა და მივესალმები იმას, რაც შეხვედრაზე განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ბოჭორიშვილმა გვითხრა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა დოკუმენტზე ხელმოწერაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და „ქართული ოცნება“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და ასევე ვიმედოვნებ, რომ შეთანხმების ტექსტს მოლაპარაკებებში ჩართული ოპოზიციაც ხელს მოაწერს. შეიძლება პირველი მმართველმა გუნდმა მოაწეროს და ამას მოჰყვეს ოპოზიციის ხელმოწერა ან ერთდროულად მოხდეს ხელმოწერა. შეთანხმება სჭირდება საქართველოს და ეს გაცილებით მეტად სჭირდება საქართველოს, ვიდრე ევროკავშირს. მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ მათ გადადგან პირველი ნაბიჯი და მოაწერონ ხელი კომპრომისულ შეთანხმებას. აიღონ ეს პასუხიმგებლობა და გამოიჩინონ გამბედაობა. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ გარანტია იმის, რომ ოპოზიციის მხრიდან დამატებითი კითხვების თუ საკითხების წამოწევა არ მოხდება. თუ ეს მოხდება, ანუ თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა კალიურანდმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები