ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინის მომდევნო მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დოზებს, რომელსაც კოვაქსიდან მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოზები, რომელიც ჩვენ კოვაქსიდან მივიღეთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად არის ძალიან მაღალი. ამდენად, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით", – განაცხადა გაბუნიამ