21 თებერვალს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი ეწვევა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას თქმით, შეხვედრების დროს მთავარი აქცენტები გაკეთდება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხებსა და როგორც რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით არსებულ მთავარ გამოწვევებზე.