თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაში გადაიყვანეს.
აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა.
აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. თურქეთის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა, ქვანახშირის მაღაროში მეთანის დიდი რაოდენობის დაგროვებას გამოეწვია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.