spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

16 აგვისტოს თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი ოპოზიციური დეპუტატის მიერ თურქეთის ხელისუფლების კრიტიკა გახდა.

თურქეთის პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ჯან ატალაის საპარლამენტო სტატუსის გადასაწყვეტად შეიკრიბა. ის 2013 წელს სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 18-წლიან სასჯელს იხდის, თუმცა წარმატებით შეძლო ციხიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა თურქეთის მუშათა პარტიიდან.

პარლამენტში გამოსვლის დროს მისმა კოლეგამ აჰმედ შიკმა ერდოღანის პარტიის წევრებს რამდენჯერმე მიმართა, რასაც ჯერ კამათი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც თურქული მედიის ცნობით, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. შედეგად პარლამენტის იატაკზე სისხლის ლაქები დარჩა, თუმცა არცერთ მონაწილეს სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს.

აჰმედ შიკი ასევე ცნობილია როგორც მწერალი, ჟურნალისტი და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიტიკოსი. 2016 წელს ის თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს, 2018 წელს კი „ტერორიზმის მხარდაჭერისთვის“ 7,5 წელი მიუსაჯეს. განაჩენის მიუხედავად, შიკი თავისუფალი დარჩა და იმავე წელს აირჩიეს დეპუტატად.

რაც შეეხება 47 წლის ჯან ატალაის, ის ერთ-ერთი ბრალდებულია საქმეში, რომელიც დაკავშირებულია 2013 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებთან, რომელიც დაიწყო სტამბოლის ცენტრის განახლების პროექტთან დაკავშირებით და გავრცელდა თურქეთის სხვა ქალაქებში.

მაშინ აქციები სასტიკად დაარბიეს, ჯან ატალაის და კიდევ ერთი ორგანიზატორის, ბიზნესმენისა და დისიდენტის ოსმან კავალას დევნა.

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა გადაწყვეტილებამ აღიარა ატალაის უფლებების დარღვევა, მაგრამ უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა მათ შესრულებაზე, ძალაში დატოვა განაჩენი და აღძრა საქმე მოსამართლეების წინააღმდეგ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები