spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, დაშავდა 51 ადამიანია.

თურქული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დააკავეს ბოლუს მერის მოადგილე სედათ გიულნერი და სახანძრო სამსახურის მოადგილე კენან კოშკუნი, ასევე კომპანიის გენერალური მენეჯერი და სასტუმროს მენეჯერი.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის სულ 11 პირია დაკავებული.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი 11-სართულიანი სასტუმრო Grand Kartal-ის მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

სამძებრო, სამაშველო და ქრობის სამუშაოები ხანძრის გავრცელებიდან 36 საათის შემდეგ დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები