თურქეთის ჩრდილოეთით, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმრო Grand Kartal-ის მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად, დაშავდა 32 ადამიანი, რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულები და დაშავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.