spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე უკრაინელები იმყოფებოდნენ, დაღუპულია 6 ადამიანი

კიევი: თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი უკრაინელია. კიდევ ერთი გარდაცვლილი ეკიპაჟის აზერბაიჯანელი წევრია. აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება.

 

სატვირთო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 11 უკრაინელი და ორი აზერბაიჯანელი იყო. თურქეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, შვიდი გადარჩენილი უკრაინელი ქალაქ სამსუნის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები