თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყნის სამხრეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35 418-ს მიაღწია.
ამ დროისთვის საავადმყოფოებში მიწისძვრის შედეგად 13 208 დაშავებული იმყოფება.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხი ნანგრევების ქვეშ რჩება.
გაერო-ს მონაცემებით, სირიაში მიწისძვრას 5 814-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაზარალდა თითქმის ცხრა მილიონი ადამიანი.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.