თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვმა 40 640-ს მიაღწია, სირიაში კი 5 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
თურქეთში ნანგრევებიდან ამ დრომდე ამოჰყავთ სტიქიას ცოცხლად გადარჩენილები.
ჰატაის პროვინციაში ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევებში თითქმის 300 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მიწისძვრისგან დაზარალებული თურქეთის ათი რაიონიდან ამ დროისთვის 430 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.