თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა – მათ შორის 230-ზე მეტი სირიელი და სულ მცირე 280 თურქეთის მოქალაქეა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის თქმით, 284 ადამიანი დაიღუპა, 2383 კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა კაჰრამანმარაშის პროვინციაშია – 70 მსხვერპლი, იქ 300-მდე შენობა განადგურდა.
დაშავებულთა უმეტესობა შანლიურფას პროვინციაშია – დაახლოებით 600 ადამიანი.
სირიაში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 237 ადამიანი.
“ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა“, – განაცხადეს სირიის ჯანდაცვის სამინისტროში.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 04:17 საათზე მოხდა და მისმა მაგნიტუდამ 7.4 შეადგინა.
მიწისძვრას თან ახლდა 32 ბიძგები, მათ შორის ყველაზე ძლიერი 6.6 მაგნიტუდის სიძლიერის. ბიძგები იგრძნობოდა ასევე ლიბანსა და ერაყში.