თურქეთში 20 თებერვალს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, დაღუპულია სამი ადამიანი.
“ჰათაიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 213 კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
20 თებერვალს სირიის საზღვართან ჯერ 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სამი წუთის შემდეგ კი კიდევ 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.