spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

 

“ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა თავდამსხმელის მიერ აფეთქების შედეგად, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალია. 6 ადამიანი დავკარგეთ, მათგან 4 შემთხვევის ადგილზე. დაშავებულია 81, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ოქტაიმ.

 

მისი თქმით, თურქეთი იპოვის დამნაშავეს სადაც არ უნდა იყოს და  ის, ვინც თავდასხმის ორგანიზების უკან დგას, პასუხს აგებს.

 

აფეთქება სტამბოლის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქამდე 53 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები