თურქეთში, ბურსას პროვინციაში ტურისტული ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაღუპულებს შორის არის ავტობუსის მძღოლიც.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.