თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ცნობილი მსახიობის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა.
ადგილზე გარდაიცვალნენ მსახიობები: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.