spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

 

თურქული მედიის ცნობით, 58 დაშავებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რომელშიც 150-მდე მაშველი მონაწილეობს.

 

ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა. 

 

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები