თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, დაშავებულია 20.
ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა.
მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იქამდე ავტოავარია თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაშიც მოხდა, რომლის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.