spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

 

“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. 

 

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

 

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 1 541-ს მიაღწია, დაშავებულია 7 600-ზე მეტი ადამიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები