spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა,  15-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს.

დაშავებულები საავადმყოფოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ მოინახულა.

მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები