თურქეთში სატვირთოსა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა 30 ივლისს, დილით, ალანია-ანტალიის გზატკეცილზე მოხდა.
მიკროავტობუსს სასტუმროდან აეროპორტში ტურისტები, ყაზახეთის მოქალაქეები გადაჰყავდა, როდესაც შუქნიშანთან გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
ავარიის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი – თურქეთის მოქალაქე, ასევე გიდი – უკრაინის მოქალაქე.
თურქული მედიის ცნობით, 12 ტურისტი, რომელთაგან 6 მძიმედ დაშავდა, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.