თურქეთში სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ადვოკატი დააკავეს.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა თურან ტასკინ ოზმერმა განაცხადა, რომ ექრემ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანი დააკავეს “შეთხზული მიზეზების გამო“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ჯამში, თურქეთში, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1 900-ს აღწევს. მათგან 260-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავ განხილვის პროცესშია.
აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.
სტამბოლის მერი 19 მარტს დააპატიმრეს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ამასთან, თურქეთის ოპოზიციურმა პარტიამ ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად მაინც დაამტკიცა.