spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თურქულმა მხარემ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას სხვადასხვა სახეობის მოიერიშე შაშხანები საჩუქრად გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა იარაღები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებს გაეცნენ. მოგვიანებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზის სასროლეთზე გადაინაცვლეს და ახალი შაშხანები პრაქტიკაში გამოცადეს.

სნაიპერული შაშხანების გადაცემა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყებები მრავალი წელია, სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები