თუშეთის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის ციცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა.
მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.