უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 482 290 (+1260) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.05.24-მდე: ტანკები – 7454 (+5), ჯავშანტექნიკა – 14375 (+22), საარტილერიო სისტემები – 12472 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1066 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 797 (+1), თვითმფრინავები – 350 (+1), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9910 (+42), ფრთოსანი რაკეტები – 2194 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 16819 (+64), სპეციალური ტექნიკა – 2042 (+2).