spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თვითმფრინავი, 35 დრონი, 1200-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 491 080 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.05.24-მდე: ტანკები – 7560 (+13), ჯავშანტექნიკა – 14 595 (+43), საარტილერიო სისტემები – 12 639 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1071 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 801 (+1), თვითმფრინავები – 354 (+1), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10 108 (+35), ფრთოსანი რაკეტები – 2203 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 17 169 (+65), სპეციალური ტექნიკა – 2075 (+6).

 

რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ ბოლო დღეებში ოკუპანტების დანაკარგები გაიზარდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები