უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 565 610 (+990) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.07.24-მდე: ტანკები – 8257 (+7), ჯავშანტექნიკა – 15 917 (+15), საარტილერიო სისტემები – 15 542 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1121 (1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 895 (+1), თვითმფრინავები – 362 (+1), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 12 350 (+34), ფრთოსანი რაკეტები – 2401 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 20 968 (+59), სპეციალური ტექნიკა – 2607 (+14).