spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“თვითონ ესროლეს? რატომაც არა, სხვა ლოგიკა სად არის”

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გამოკრულ ნიკა მელიას პლაკატს სწორედ ენმ-ის წევრებმა ესროლეს.

მისი განმარტებით, ეს შესაძლებელია გაკეთებულიყო იმ მიზნით, რომ მომხდარზე კითხვები "ქართული ოცნებისთვის" დაესვათ. 

"ყოველთვის, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ.

თვითონ ესროლეს? რატომაც არა, სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ოპონენტმა ესროლოს ნაცმოძრაობის პლაკატს. სწორედ იმისთვის, რომ დღეს კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცმოძრაობის პლაკატი დაჭრეს და ნაცმოძრაობას ებრძვის "ქართული ოცნება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები