83 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ტინა ტერნერი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.
“ტინა ტერნერი, როკ’ნ როლის დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, კუსნახტში [შვეიცარია] ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდასა და მისაბაძ მაგალითს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტინა ტერნეტის მუსიკალური კარიერა დაიწყო 1960-იან წლებში მეუღლესთან აიკ ტერნერთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“ (1977). სოლო-კარიერის დაწყებით მან განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში, რასაც ხაზი გაესვა წარმატებული დისკით Private Dancer (1984).
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/e9Lehkou2Do” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>
ტინა ტერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/GC5E8ie2pdM” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>
მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/UKp-eu8iGP8″ title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>