spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა

თბილისის მერიის განცხადებით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

 

“ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები,რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები