spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილის ფინალის დროს პარლამენტის სხდომა ხუთი წუთით შეწყდება

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის ფინალის დროს პარლამენტის სხდომა ხუთი წუთით შეწყდება.

 

აღნიშნული საკითხი პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დააყენა, რასაც დეპუტატები დაეთანხმნენ.

 

მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქართველ ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს ოლიმპიური ვერცხლი მიულოცა და ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა.

 

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს შეხვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები