2008 წელს პუტინი უკვე რვა წლის განმავლობაში მართავდა რუსეთს, მაშინ რომ გვცოდნოდა, ის კრემლში 2022 წლამდე დარჩებოდა, უფრო მეტიც, 2030 წლამდე, შესაძლოა, მაშინ გვეთქვა ქართველებისა და უკრაინელებისთვის, რომ მათ ნატო-ში ვიღებთ, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჰენდრიკ ილვესი 2008 წლის ბუქარესტის სამიტს იხსენებს.
“პუტინმა ბუშს უთხრა, „უკრაინა – ეს არ არის სახელმწიფო. ბუშზე ამან ძალიან იმოქმედა, მახსოვს ყველას ამას უყვებოდა. მაგრამ გადაწყვეტილება, უკრაინისთვის და საქართველოსთვის არ გაგვეღო წევრობის კარი, მიიღო უბრალოდ ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, რომლებმაც თქვეს – არა. მახსოვს, განსვენებული პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი აღელდა და გერმანიის დელეგაციასთან იკამათა ამაზე. ამის შემდეგ ყველასთვის ცნობილი კომპრომისი შემუშავდა – გაიცა პირობა ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, მაგრამ არ უთქვამთ კონკრეტული თარიღები. ამ გადაწყვეტილებამ პუტინს მწვანე შუქი აუნთო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში ნებისმიერი ქმედების ჩადენისთვის“, – განაცხადა ილვესმა.