spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტომას ილვესი – თუ არ მოუსმენთ მეგობრებს, მაშინ გაიგებთ რას ამბობს მტერი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შესახებაც საუბრობს და ურჩევს, მოისმინონ საერთაშორისო პარტნიორებს. 

 

“თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის. რატომ უნდა გეშინოდეთ დამოუკიდებელი სასამართლოსი, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს იმ ლიგაში მოგაქცევთ, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან? ყველაფერი საბოლოოდ, დამოუკიდებელ სასამართლოს უკავშირდება, რომელიც გადაწყვეტილებებს კანონზე დაყრდნობით იღებს და არა იმაზე, ვინ არის ხელისუფლებაში.

 

ევროკავშირის ან ნატოს აღმასრულებელი მთავრობებისგან ძალიან კრიტიკულ განცხადებებს ვერ მოისმენთ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან კრიტიკული იყო. შეხედეთ რას ამბობენ პარლამენტარები. ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა ძალიან მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა, ამას ყურადღება მიაქციეთ, ეს გასათვალისწინებელია. სენატის საგარეო კომიტეტი, რომ ჩემს ქვეყანაზე ამბობდეს რამეს, მე ნამდვილად შევწუხდებოდი, გთხოვთ მოუსმინეთ რას გეუბნებიან მეგობრები. თუ არ მოუსმენთ მეგობრებს, მაშინ გაიგებთ რას ამბობს მტერი”, – განაცხადა ტომას ილვესმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები