spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტონ კინი – საქართველოს უცხოური აგენტების კანონმა შეწყვიტა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან

“უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა. ეს ქმედებები საქართველოს ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრძოლაში მოპოვებული პროგრესის შემოტრიალების საფრთხეს ქმნის და სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტონ კინმა განაცხადა.

 

“საქართველო, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან განსხვავებულ გზას გაჰყვა, ვიდრე მოლდოვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა მტკიცედ აჩვენა, რომ სურდა კორუფციის აღმოფხვრა, ქვეყნის საბჭოური წარსულის გადაგდება, აშშ-სა და ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება.

 

ქართველები იბრძოდნენ და სისხლის დაღვარეს არა მხოლოდ 2008 წელს რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდითაც. საქართველო ნატოს არაწევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ჯარისკაცები გაგზავნა ავღანეთში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის “ქართული ოცნების” – ბოლო ქმედებები იმედგამაცრუებელია.

 

ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა, რომ მომხდარიყო მისი ინფილტრაცია მავნე ელემენტებით, დაიწყო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობების ძიება.

 

მაისში საქართველოს მთავრობამ ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი მიიღო საქართველოს დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის წერილის, რომელიც თავმჯდომარე მაკკოლმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მიკსმა შეადგინეს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ როგორც მე, ასევე ბევრმა ჩემმა აქ მყოფმა კოლეგამ.

 

არ შეგეშალოთ – საქართველოს უცხოური აგენტების კანონმა შეწყვიტა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან. ეს ქმედებები საქართველოს ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრძოლაში მოპოვებული პროგრესის შემოტრიალების საფრთხეს ქმნის და სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა”, – განაცხადა ტომ კინმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები