spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

ტყიბულში ძიძიგურის შახტში 33-საათიანი პროტესტი შეწყდა.  გაფიცული მეშახტეები შახტიდან ტყიბულის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ამოვიდნენ.

ბეჟან წაქაძის თქმით, პროტესტი დასრულებულია.

მისივე თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ. 

გაფიცულების თქმით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები