ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სიგრძე 900 მეტრია. ამ ეტაპზე, ხორციელდება სანიაღვრეს და გზის საფუძვლის მოწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 400 ათას ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.