spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი – აღარ არის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენმა გააგრძელოს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიღება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა.

“აღარ არის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენმა გააგრძელოს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიღება. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაუქმებთ ჯო ბაიდენის წვდომას და ვწყვეტთ მისთვის ყოველდღიურ სადაზვერვო ბრიფინგებს. მან ეს პრეცედენტი 2021 წელს დაუშვა, როდესაც დაავალა სადაზვერვო საზოგადოებას, შეეწყვიტათ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისთვის, ჩემთვის ეროვნული უსაფრთხოების დეტალებზე წვდომა, რაც არის თავაზიანობის წესები ყოფილი პრეზიდენტებისადმი.

რობერტ​ ჰურის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბაიდენს „ცუდი მეხსიერება“ აწუხებს და „საუკეთესო მდგომარეობაში“ ყოფნის დროსაც კი მისთვის სენსიტიური ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება. მე ყოველთვის დავიცავ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჯო, შენ გათავისუფლებული ხარ. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი”, – წერს ტრამპი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები