თეთრი სახლის ყოფილი რესპუბლიკელი ხელმძღვანელი დონალდ ტრამპი აპირებს, 2024 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ მალე გამოაცხადოს, – ამის შესახებ New York Post წერს.
გამოცემის ცნობით, განცხადება შეიძლება გაკეთდეს ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნებამდე.
ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო კამპანია 2015 წლის ივნისში დაიწყო.