აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ დაგეგმა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერია უკრაინასთან, რუსეთთან და “სხვადასხვა მხარეებთან“.
“ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთთან“, – განაცხადა ტრამპმა.
იქამდე უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, არჩევნები უკრაინაში წლის ბოლომდე ჩატარდეს. მით უმეტეს, თუ უახლოეს თვეებში მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციასთან.
ამის საპასუხოდ ზელენსკის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ კელოგის გეგმა წარუმატებელია, თუ ის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას და არჩევნების ჩატარებას მოიცავს.