spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს. ამავდროულად, მან უარი თქვა პუტინთან მოლაპარაკების დეტალების გამხელაზე.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პუტინს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა 20 იანვარს თუ უფრო ადრე, ტრამპმა დადებითად უპასუხა.

“მე ეს მქონდა. ვთქვათ, მქონდა… და მე ველოდები კიდევ ბევრ ლაპარაკს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი (რუსეთსა და უკრაინას შორის). თუ ჩვენ ვისაუბრებთ, არ მინდა გითხრათ საუბრების შესახებ. მე მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს შევაჩეროთ უკრაინულ-რუსული ომი”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს კონტაქტებს რუსეთთან და უკრაინასთან.

“ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მხარესთან“, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები